ზაზა გაბუნია - დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გაძლიერება და რეგიონების განვითარება, ხელისუფლების პრიორიტეტებში რჩება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გაძლიერება და რეგიონების განვითარება, პრიორიტეტულ საკითხებად რჩება.

„საქართველოს ხელისუფლების ორივე გადაწყვეტილების მიმღები შტო - პარლამენტი და მთავრობა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას დეცენტრალიზაციის რეფორმაზე.

მინდა სრულიად ნათლად და მკაფიოდ ვთქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, საქართველოს ხელისუფლებისთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გაძლიერება და რეგიონების განვითარება, რჩება პრიორიტეტულ საკითხად.

პრემიერმა სესიაზე თქვა, რომ მოვა დრო, როცა ფინანსური რესურსის სრული დელეგირებაც მოგვიწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის სრულფასოვანი დეცენტრალიზაციისთვის, მაგრამ ეს ვერ მოხდება დღეს, რაც ექსპერტებმაც შესანიშნავად იციან. ამას სჭირდება დრო და დიდი სამუშაო და ამისთვის ვმუშაობთ მთელი ხელისუფლება.

პრემიერმა თქვა, რომ უნდა ვიმუშავოთ ამისთვის. ვფიქრობ ეს არ არის საკამათო ფრაზები და ეს არ უნდა იწვევდეს იმგვარ აღქმას, რომ თითქოს ხელისუფლება დეცენტრალიზაციის რეფორმას აჩერებს. რეფორმაზე მუშაობა გრძელდება და მე მადლობას ვეუბნები ყველას, ვინც ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია ამ პროცესში." - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს