გარემოს დაცვის კომიტეტში, საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობისა და   მათი საჯარო სივრცეში მოკვლის, მათ შორის მსხვერპლშეწირვის,  აკრძალვის თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში, საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვის, ასევე ცხოველების საჯარო სივრცეში მოკვლის, მათ შორის მსხვერპლშეწირვის აკრძალვის თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეთა ორი პეტიცია განიხილეს, რომელიც ამ საკითხებს შეეხებოდა.

კომიტეტმა პეტიციებზე უარი თქვა, თუმცა როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის მიერ დამუშავებული წინადადება კი, კომიტეტს განსახილველად წარედგენება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო