მამუკა ხაზარაძე - ჩვენ არც „ქართულ ოცნებასთან და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვითანამშრომლებთ

ჩვენ არც „ქართულ ოცნებასთან და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვითანამშრომლებთ, - ამის შესახებ მამუკა ხაზარძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა წამყვანის კითხვის საპასუხოდ - ითანამშრომლებს თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ და შექმნის თუ არა კოალიციას მასთან პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში.

მისი თქმით, თუ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, დარწმუნებულია, რომ ბევრი პარტია გაჩნდება და ძალიან საინტერესო ადამიანები მოხვდებიან პარლამენტში.

„მე ვერ ვხედავ ვერც , „ნაციონალურ მოძრაობასთან“ (თანამშრომლობას) , მით უმეტეს სულ თავდასხმებში ვართ და არანაირი კარგი მოგონებები მის ლიდერთან არ მაკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ბევრ საინტერესო ადამიანს ვხედავ. თუ პარლამენტი პროპორციულ არჩევნების სისტემას მიიღებს დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პარტია გაჩნდება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები მოხვდებიან პარლამენტში. ჩვენ ეს ორპოლუსიანობა უნდა დავამთავროთ, ეს ორი ძალა ასაზრდოებს ერთმანეთს“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს