მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რატომ არ წავიდა პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს

კითხვა მაქვს, რატომ არ დაანებეთ ხუთი წლის წინ ჟურნალისტობას თავი და რატომ არ წახვედით პოლიტიკაში? მე ვაკეთებდი ჩემს საქმეს და მიყვარდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი,- ასე უპასუხა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" წამყვანის კითხვას, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთივე ცუდია, როგორც ქართული ოცნება, რატომ მაშინ არ გადაწყვიტა ხაზარაძემ პოლიტიკაში წასვლა.

ხაზარაძის თქმით, მისი ჰობი იყო იმ საქმის გაკეთება, რასაც აკეთებდა, თუმცა ახლა აიძულეს, რომ პოლიტიკაში წასულიყო.

„კითხვა მაქვს, რატომ არ დაანებეთ ხუთი წლის წინ ჟურნალისტობას თავი და რატომ არ წახვედით პოლიტიკაში? მე ვაკეთებდი ჩემს საქმეს და მიყვარდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი. თქვენ იცით, რომ მე ათეულობით კომპანია მაქვს შექმნილი საქართველოში, 10 000 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადილი გვაქვს საქართველოში შექმნილი, 6 მილიარდი ლარი გვაქვს ქვეყანაში შემოტანილი ბოლო წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონი ლარი გვაქვს ბიუჯეტში გადახდილი და მე ეს პროცესი - იქნებოდა ეს ბაკურიანში დიდი სათხილამურო კომპლექსის მშენებლობა, თუ შავ ზღვაზე მიმდინარე უზარმაზარი პროექტი, თუ ბანკის მშენებლობა და მისი გატანა საერთაშორისო ასპარეზზე, იქნებოდა ეს ამერიკული აკადემია, ჩაი გურიელი - რამდენი ერთი ჩამოგითვალოთ? მომწონდა მე ეს საქმე. ეს იყო ჩემი ჰობი, მე გამომდიოდა ეს საქმე, მიყვარდა ამ საქმის კეთება და არც ერთი საკითხი, არც ერთი საქმე, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იყო დაწყებული, „ნაციონალების“ დროს... 2003 წელს, როგორც კი მოვიდნენ „ნაციონალები“, სამი წლის განმავლობაში პროკურატურაში დავყავდით, იყო საქმე აღძრული ჩემ წინააღმდეგ, მერე იყო ქონების წართმევაზე, მაგრამ ამას ვწყვეტდით იმ ფარგლებში, რაც არის დავა. ექვსი წელი ვიყავი მათთან სასამართლო დავაში, საბედნიეროდ მოვიგე და გამიკვირდა რომ მოვიგე იმ პერიოდში, თუმცა, როცა დავამთავრე და უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება ავიღე ხელში, აღმოჩნდა, რომ რისთვისაც ვიბრძოდი ის უკვე სხვაზე იყო გადაფორმებული, ანუ ის ქონება, რისი წართმევაც უნდოდათ. რა მნიშვნელობა აქვს ამ დეტალებს, ანუ ვერავინ ვერ მეტყვის, რომ მე ჩემი და იმ გუნდის უფლებები არ დავიცავი. მეორე საკითხია, არ გამოვსულვარ ტელევიზორში იმიტომ, რომ მე წარმოვადგენდი ბანკს, რომელშიც მთელი ქვეყნის 40% დეპოზიტები ინახებოდა და ინახება. ამიტომ, მე, ჩვენი შიდა რეგულაციებით, საერთაშორისო სტანდარტებით, შეზღუდული ვიყავი ნებისმიერი განცხადების გაკეთებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს, თქვენი უფლებები, თქვენი დანაზოგი. ამიტომ, მე ამას ვაშენებდი ძალიან წესიერად, ძალიან კარგად და ძალიან წარმატებულად. როგორც კი გავთავისუფლდი და გავითავისუფლე ჩემი თავი და მაიძულეს, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, მთელი პოლიტიკოსები დღევანდელი ხელისუფლების და მმართველი პარტიის ჩამწკრივდა და თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძე ცალკეა და „თიბისი ბანკი“ ცალკეა, მამუკა ცალკეა და ანაკლია ცალკე. ბოლოს ჩემს თავს კითხვა დავუსვი, საერთოდ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ? როგორ მოვხვდი ამ გაუგებრობაში?“, - განაცხადა ხაზარაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს