მამუკა ხაზარაძე - არანაირი ჩანაწერი ჩემი და გიორგი კვირიკაშვილის საუბრის არ არსებობს - ხელისუფლებაში ყოფნის დროს მას  გადატრიალებული სიტყვაც კი არ უთქვამს  ივანიშვილზე

არანაირი ჩანაწერი ჩემი და გიორგი კვირიკაშვილის საუბრის არ არსებობს. პოლიტიკურ თემაზე კვირიკაშვილთან საუბარი არასდროს მქონია,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელო“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში „360 გრადუს“ განაცხადა.

მისი თქმით, ის ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს კარგად იცნობს, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ მის პოლიტიკურ გეგმებთან კვირიკაშვილს რაიმე საერთო აქვს.

“არაფერი დასამალი არ მაქვს. გიორგიზე ყოველთვის დადებითი აზრის ვიქნები იმიტომ, რომ ის არის ქართველი, წესიერი, პატიოსანი ადამიანი. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არასდროს, გადატრიალებული სიტყვაც კი არ უთქვამს ბიძინა ივანიშვილზე. ჩვენ არასდროს გვქონია პოლიტიკურ თემებზე საუბარი, უბრალოდ, არ მაინტერესებდა ეს თემა. გიორგისთან არასდროს მქონია პოლიტიკურ თემებზე საუბარი, არც ჩვენი გეგმები იცის. ის არის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, წარმატებული იყო თუ არა პრემიერად, ეს სხვამ შეაფასოს. ის პოლიტიკოსი იყო, ვიდრე „ქართუში“ დაიწყებდა მუშაობას. აქ გიორგიზე არ არის საუბარი, აქ საუბარია აბსურდის თეატრზე, რომ თურმე შეიძლება რაღაცაზე მიგაწებონ და შემდეგ უნდა გამოხვიდე და თავი იმართლო. დასამალი არაფერი მაქვს. ჭორაობა უნდა მორჩეს. თუ მექნებოდა რაიმე ჩანაფიქრი გიორგისთან აუცილებლად ვიტყოდი. რისი ფარული ჩანაწერები? ეს არის სისულელე. რომ მე და გიორგი გავედით სადღაც და ვლაპარაკობდით პოლიტიკური პარტია შევქმნათო, როცა კაცი პრემიერ-მინისტრი იყო? მსგავსი საუბრები არ არსებობს, თუ არსებობს მოგვასმენინონ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო