მამუკა ხაზარაძე - ვანო ჩხარტიშვილს აქვს ბევრი დავა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან და ყველა ეს დავა ხვდება ერთ მოსამართლესთან

ვანო ჩხარტიშვილს აქვს ბევრი დავა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან და ყველა ეს დავა ხვდება ერთ მოსამართლესთან“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილთან დავას ეხებოდა. ხაზარაძის ინფორმაციით, ჩხარტიშვილი მათგან 30 მილიონს ითხოვდა.

მისი თქმით, შეხვედრას, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაინახა თუ როგორ წყდებოდა ქვეყანაში საკითხები.

„შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილის სახლში და როცა მივედით გაოგნებულები დავრჩით, რადგან შეხვედრას ესწრებოდა მოქმედი პროკურორი შოთაძე. ერთი მხრივ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რადგან პრაქტიკულად მივიღეთ არაფორმალური შერიგების და რამე გარჩევის კი არა - მეგობრებო დასხედით, რა გაქვთ გასაყოფი, მოდი გავარჩიოთ, ვიმსჯელოთ და ა.შ. არამედ მივიღეთ ჰიბრიდი. ასეთ შეხვედრაზე არასდროს არ ვყოფილვარ. ჩვენ რომ დღემდე მოვედით, მოვედით მხოლოდ ორი ფაქტორის გამო - რომ არასდროს არ გვქონია გარიგება არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არასდროს არ დაგვიფინანსებია არცერთი პოლიტიკური პარტია, არ მიგვიღია არანაირ ასეთ გარჩევებში მონაწილეობა და თუ რამემ გადაგვარჩინა იყო ის, რომ ჩვენი აქციონერები ბოლო 20 წლის განმავლობაში იყვნენ ყოველთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ყოველთვის იყო კრიტიკული ზღვარი ის, რომ თუ ძალიან შეგვეხებოდნენ, ეხებოდნენ არამარტო მამუკას და ბადრის ბიზნესს ან ჩემი პარტნიორების ბიზნესს, არამედ ეხებოდნენ ევრობანკს, ეხებოდნენ მსოფლიო ბანკის საფინანსო კორპორაციას რომელიც ჩვენი აქციონერი იყო და ეს იყო შემაკავებელი ფაქტორი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარ პროკურორს იმ შეხვედრაზე არ უსაუბრია და მხოლოდ ერთხელ ამოიღო ხმა.

„კიდევ კარგი რომ დაგვხვდა იქ შოთაძე. ამაზე მერე ვიფიქრე. რადგან ეს კაცი იურისტია, აკვირდებოდა ამ საუბარს და ბოლოს ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ ვერაფერს ვერ ხედავდა ის აქ საერთოდ საკამათოს და საერთოდ თემას ვერ ხედავდა. იქიდან ძალიან დამძიმებული გამოვედი, რადგან დავინახე ქვეყანაში როგორ წყდება საკითხები. მოქმედი პროკურორი შენთან ერთად არჩევს ვინ არის მართალი და მტყუანი?! ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოშლილია ინსტიტუციონალური მოწყობა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა