ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს, რომ ისრაელი დონალდ ტრამპის თვალთვალს ახორციელებდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ისრაელი აშშ-ში შპიონაჟს ახორციელებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აღნიშნულ ინფორმაციას „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს.

„ისრაელს აქვს ხანგრძლივი ვალდებულება და დირექტივა მთავრობისგან, რომ აშშ-ში არანაირ სადაზვერვო ოპერაციაში არ უნდა ჩაერთოს,“ - აღნიშნულია პრემიერ მინისტრის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცნობილმა გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელმა თეთრ სახლთან ახლოს და ვაშინგტონის სხვა მნიშვნელოვან ადგილებში მოსასმენი მოწყობილობა, ე.წ. StingRays-ები დაამონტაჟა. გამოცემის ინფორმაციით, მოსასმენი აპარატურის განთავსება ვაშინგტონში რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე მოხდა და მათი მიზანი დონალდ ტრამპზე თვალთვალის განხორციელება იყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო