ესპანეთში მომხდარ წყალდიდობას და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა

კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ესპანეთში ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კასტილა-ლა მანჩას რეგიონში მანქანა, რომელშიც 51 და 61 წლის და-ძმა ისხდა, მოვარდნილმა წყალმა წაიღო.

წყალდიდობაა მეზობელ ვალენსიაგას რეგიონშიც, სადაც ორი მდინარე ადიდდა და ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მოვარდნილმა წყალმა რამდენიმე მანქანა წაიღო და გზების ჩაკეტვა გამოიწვია ორიუელაშიც.

ვალენსიასა და მურციას რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, ვინაიდან სინოპტიკოსები წვიმების გაგრძელებას ელოდებიან.

ხელისუფლება სტიქიის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.

ძლიერი წვიმა და ქარიშხალი ესპანეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე შემოდგომის დასაწყისში ხშირი მოვლენაა. მას ადგილობრივი მოსახლეობა "la gota fria"-ს (ცივ ვარდნას) ეძახის. ეს ხდება მაშინ, როდესაც ხმელთაშუა ზღვის წყლით გაჯერებული თბილი ჰაერი ღრუბლის უზარმაზარ სვეტების წარმოქმნის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა