„ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადაღებების გამო, ვარაზის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადაღებების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე, ვარაზის ქუჩაზე, 13 სექტემბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეზღუდვის არეალი მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს, ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე, ასევე, დათუაშვილის ქუჩას და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთს, დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე.

„შეზღუდვის საათებში, მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის პერიოდულად გაიხსნება. გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები, რომლებიც მოსახლეობას მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩამდე გადაიყვანენ.

შესაბამისად, 13 სექტემბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონიდან, ასევე, სოფელ თხინვალადან და სოფელ ლისიდან, როგორც კერძო ტრანსპორტი, ასევე, ავტობუსები N63, N99 და N107 და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან, ანუ კვაჭაძის, ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. ამავე პერიოდში, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრავი N88 ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „დელისი“ განისაზღვრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს