აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 257 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 257 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული 257 ფაქტიდან - 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 116 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 31 სამართალდარღვევა გამოავლინეს. აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 29 ფაქტი, იმერეთში - 23, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -17, შიდა ქართლშიც - 17, მცხეთა-მთიანეთში - 9, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6-6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 2 ფაქტი დაფიქსირდა. თბილისში, აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 970 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი და ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით აწარმოებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს