„ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარი თქვან

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან“.

შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ და სანდრო ბარამიძემ გააკეთეს.

"მთავარი შეკითხვა, მთავარი მოწოდება და მთავარი მოთხოვნა ჩვენი საზოგადოების არის ცვლილებები. ივანიშვილი უნდა წავიდეს ისე, რომ არ დატოვოს ქაოსი. ამ მიზნით ჩვენ გვინდა ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზოთ და წინასაარჩევნოდ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებას“ არ შევუქმნით მთავრობას, დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას - ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოში, პროკურატურაში, მედიაში. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებასთან“ არ შევალთ კოალიციაში. ცალკე აღებული ივანიშვილის მთავრობა 50%-ს ვერ აიღებს და ეს შესაძლებელს გახდის არეულობის და ქაოსის გარეშე ჩამოვაშოროთ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, მზად არიან ამ საკითხზე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ამავე საკითხზე მემორანდუმის ტექსტზე მუშაობის დაწყებისთვის.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, "ქართულ ოცნებასთან" კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარი თქვან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო