თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ათა-თურქის სახელობის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის სტუდენტები ათა-თურქის სახელობის უნივერსიტეტში (თურქეთი, ერზრუმი) იმყოფებოდნენ, სადაც საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტი თურქული ენის საფუძვლების შესწავლას, სხვადასხვა კულტურის გაცნობასა და დაახლოებას ისახავდა მიზნად, ვინაიდან პროექტში მონაწილეობას რუსეთის, უკრაინის, იორდანიის, მალაიზიის, ყირგიზეთისა და პაკისტანის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ.

„პროექტის ფარგლებში, რამდენიმე სემინარი თურქულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა, ამასთანავე, გაცნობითი ხასიათის ლექციები გაიმართა ეკონომიკაში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, აგროკულტურასა და გარემოს დაცვაში. ქართველმა სტუდენტებმა თურქეთის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი-,,Daytam“-ი დაათვალიერეს, სადაც უახლესი სამედიცინო და სამეცნიერო აპარატურა დაათვალიერეს. გარდა აკადემიური ნაწილისა, პროექტი დატვირთული იყო კულტურული და გასვლითი ღონისძიებებით.

პროექტის დასასრულს თსსუ-ის სტუდენტებს საშუალება მიეცათ წარედგინათ საკუთარი ქვეყანა და უნივერსიტეტი. ასევე, მოახდინეს პროექტის - ,,Spend Your Summer in Georgia” პოპულარიზაცია და მოუწოდეს დამსწრე საზოგადოებას, რომ აუცილებლად ესტუმრონ საქართველოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის