მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერად ქალი მინისტრების დანიშვნა „დისციპლინას უწყობს ხელს“

დისციპლინას უწყობს ხელს მნიშვნელოვნად, - ამ სიტყვებით შეაფასა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ვიცე-პრემიერებად ორი ქალის, მისი და თეა წულუკიანის დანიშვნა.

მან ასევე განმარტა, რა იგულისხმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, როცა მინისტრთა კაბინეტს დისციპლინისკენ მოუწოდა.

"პრობლემებზე არაა საუბარი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეზე, გადაწყვეტილებების მიღების ეფექტურობაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინა იგულისხმება გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც და გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესშიც," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. გახარიას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა