კარლ ჰარცელი მარია ზახაროვას განცხადებაზე - ეს ჩემთვის ჟღერს, როგორც კონსპირაციის თეორია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განაცხადება კონსპირაციის თეორიას უფრო ჰგავს. ამით ჰარცელი ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ხედავენ, „როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით და ითრევენ სამხედრო ბლოკებში“.

როგორც კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა საქართველოს მეტი უსაფრთხოების კონტექსტში აღიქმება და ევროკავშირთან ზოგადი თანამშრომლობის ნაწილია.

„ეს ჩემთვის ჟღერს, როგორც კონსპირაციიის თეორია. საქართველოს, როგორც ყველა სხვა ქვეყანას, აქვს უფლება და ვალდებულება, რომ უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს სფეროში არსებული თანამშრომლობის ნაწილია. ასე რომ, ბუნებრივია ეს თანამშრომლობა მიმდინარეობს და მიზანი არის, რომ ქვეყანას სტაბილურობასა და რისკების მიმართ მოქნილობის გაზრდაში დაეხმაროს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლელი, განსაკუთრებით, ამერიკელი კოლეგები განაგრძობენ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დადანაშაულებას.

„იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ამიერკავკასიაში, ყველაფერს პირიქით აკეთებენ რეგიონში დესტაბილიზაციისთვის. თუკი კონკრეტული ფაქტების შესახებ ვილაპარაკებთ, ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში. ამასთან, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამას ხსნიან ამ სახელმწიფოს და მთლიანად რეგიონის სტაბილურობით და საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე“, - განაცხადა ზახაროვამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა