კახა გოგოლაშვილი - საკმარისი სამუშაო არ მიმდინარეობს რუსული პროპაგანდის მიმართულებით და საჭიროა უფრო მეტი კონსოლიდაცია

მთავრობას აქვს გარკვეული სტრატეგია, არსებობს ინსტიტუტები, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ საკმარისი სამუშაო არ მიმდინარეობს რუსული პროპაგანდის მიმართულებით და საჭიროა უფრო მეტი კონსოლიდაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა განუცხადა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, რუსული პროპაგანდისტული მესიჯები არაპირდაპირი გზებით ვრცელდება, შემოაღწია ქართულ საზოგადოებრივ ჯგუფებში, საინფორმაციო საშუალებებში, პოლიტიკურ ჯგუფებში და ამ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის მოსახლეობის მეტი ინფორმირებაა საჭირო.

„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. რუსული პროპაგანდა არის მათი ჰიბრიდული ომის ნაწილი და ეს ომი მათ პრაქტიკულად მთელს მსოფლიოსთან გააჩაღეს. ძირითადად ებრძვიან დემოკრატიულ სამყაროს და საქართველო, როგორც დემოკრატიული სამყაროს ნაწილი და ქვეყანა, რომელსაც უნდა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, მათი განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია. ხშირ შემთხვევაში საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა სახის შეხედულებები, პოზიციები და სხვადასხვა თემების ინტერპრეტაცია არის შემუშავებული მესიჯების შედეგად განვითარებული. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამას სჭირდება მწყობრი და დალაგებული პასუხი. მთავრობას აქვს გარკვეული სტრატეგია, არსებობს ინსტიტუტები, მაგალითად, ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი და ასევე სხვადასხვა სამინისტროებში სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტები, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ საკმარისი სამუშაო არ მიმდინარეობს ამ მიმართულებით და საჭიროა უფრო მეტი კონსოლიდაცია და რეაგირება არა პოსტფაქტუმ, არამედ პრევენცია,“ - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს