გიორგი ახვლედიანი - პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით ნიშნავს, რომ დაპირისპირება და პოლარიზება ქვეყანაში აღარ იქნება

ყველაზე სამართლიანი პროპორციული სისტემაში არის ისეთი ვარიანტი, როდესაც გადაუნაწილებელი მანდატები არ რჩება, ანუ, ბუნებრივი ბარიერია, ამაზე სამართლიანი არჩევნები არავის მოუგონია, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა თელავში, კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ახვლედიანის თქმით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება პოლიტიკოსების რამდენიმე თაობის ბრძოლის შედეგია.

„ჯერ კიდევ 2000-იანებიდან მოყოლებული, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი სახელმწიფოს წინაპირობები შეიქმნას, სამართლიანად ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც შეძლებს სამართლიანობის განსაზღვრავს. როდესაც მაჟორიტარული სისტემა არსებობდა, როდესაც ხელისუფლება ხელისუფლებაში ნაკლები მხარდამჭერით მოდიოდა, ანუ, საზოგადოება არ უჭერდა მხარს, მაგრამ მაჟორიტარების საშუალებით მაინც ხელისუფლებაში იყო - ეს იყო ძალიან მძიმე მდგომარეობის შექმნა სამართლიანობის კონტექსტში.

პროპორციული სისტემა საჭიროებს ყველაზე დიდ დაცვას, აუცილებლად უნდა ჩავწეროთ კონსტიტუციაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს საფრთხე იმის, რომ ეს შეიძლება ერთჯერადად იყოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 2024-ში, 2028-ში, 2032-ში და ა.შ. იყოს პროპორციული სისტემა ბუნებრივი ბარიერით“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

მისივე თქმით, პროპორციული სისტემა არის ერთადერთი სამართლიანი არჩევანი ქვეყნისთვის. ახვლედიანის განცხადებით, პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით ნიშნავს, რომ დაპირისპირება და პოლარიზება ქვეყანაში აღარ იქნება და ქვეყანა რეალურად გადავა მრავალპარტიულ სისტემაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა