იერუსალიმში ლაშა ჟვანიას ისრაელის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა

იერუსალიმში, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლაშა ჟვანიას ისრაელის პრეზიდენტისთვის რუვენ რივლინისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდგომ, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრეზდენტმა რივლინმა ისაუბრა ისრაელ-საქართველოს დინამიურად მზარდი ორმხრივი ურთიერთობების და ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე საქართველოს ჩემი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორ სახელმწიფოში. არ დავიშურებ ძალ-ღონეს, რათა წმინდა მიწაზე ჩემი დიპლომატიური მისიის პერიოდში მაქსიმალურად ხელი შევუწყო ისრაელ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ბრწყინვალე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რასაც როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მიმართ ვგრძნობ,“ - მიმართა ისრაელის პრეზიდენტს ლაშა ჟვანიამ.

შეხვედრისას საქართველოს ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს 80 წლის იუბილე მიულოცა, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საჩუქრები გადასცა. დასასრულს პრეზიდენტმა რივლინმა წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს ისრაელის სახელმწიფოში მის დიპლომატიურ საქმიანობაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა