ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში მივიდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მივიდა.

მან მთავარ პროკურატურას ტყუილების ფაბრიკა უწოდა.

„რომელიმე ქვეყანაში მოქმედ დეპუტატს აქვს შეზღუდვა, რომ მივიდეს ამა თუ ტელეკომპანიაში? ტელეკომპანია „კავკასია“ აქედან 200 მეტრშია. ე.ი. იქ თუ მივედი, ეს არის კანონის დარღვევა და აქ თუ მოვედი, კი ბატონო. ეს შენობა, ეს ტყუილების ფაბრიკა, ყველაზე დიდ დროს იკავებს ეკრანებზე, სადაც დადის არაერთი პოლიტიკოსი, მედიამენეჯერი, ბიზნესმენი. ვინ არიან, რა ნიშნით იბარებენ, რა ნიშნით მოდიან ისინი აქ? ერთადერთი ნიშნით, ისინი არ ეგუებენიან, არ იღებენ ივანიშვილის თამაშის წესებს და ის ცდილობს, რომ დაიყოლიოს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

თავის მხრივ, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ნიკა მელიამ 10 სექტემბერს, დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

საგამოიებო უწყების განცხადებით, ნიკანორ მელია დაბარებულია პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

გენერალურ პროკურატურასთან იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მათ შორის: დავით კირკიტაძე, ზაალ უდუმაშვილი, სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო