ჩეხეთის პრემიერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შეწყდა

პრაღის პროკურორმა მარტინ ერაზიმმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და მილიარდერის ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შეწყვიტა. ის ზედამხედველი სახელმწიფო პროკურორის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, რომლის თანახმადაც, 2008 წელს ბაბიშის ფირმის მიერ ევროკავშირის სუბსიდიიდან 50 მილიონი კრონის (ორი მილიონი ევრო) მიღება კანონიერად და გამართლებულად მიიჩნიეს. ამ ინფორმაციას პრაღის პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ბაბიშის გარდა ბრალი მის მეუღლეს, ქალიშვილს, ცოლისძმას და ფირმის კიდევ ორ თანამშრომელს ჰქონდა წაყენებული. თუ პროკურატურა პრემიერს ბრალს ფინანსურ დანაშაულში ოფიციალურად წაუყენებდა, მას ათ წლამდე ციხე ემუქრებოდა.

ანდრეი ბაბიშმა ადრე განაცხადა, რომ მას ბრალი ოფიციალურადაც რომ წაუყენონ, ეს არაფერს შეცვლის და ის პრემიერის პოსტზე დარჩება. მან საქმეს პოლიტიკური მოწინააღმდეგების შეკვეთით შეთითხნილი უწოდა.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა