ნინო ბურჯანაძე - 2020 წლის არჩევნებმა უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყნის მართვის მონოპოლია ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს

„გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხან ერთი და ხან მეორე ფრთას სურს, ინიციატივა ხელში აიღოს და ოპოზიციას ულტიმატუმი წაუყენოს, მაგრამ ჩემთვის ბოკერიას პარტიის ულტიმატუმი არაფერს ნიშნავს. მე ყველა კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, რასაც ხალხისათვის და ჩემი ქვეყნისათვის საჭიროდ ჩავთვლი“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, ხოლო საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, ჯერჯერობით ნაადრევია.

„2020 წლის არჩევნებმა უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყნის მართვის მონოპოლია ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს. კოალიციური მთავრობის შექმნა - ეს პოლიტიკური კულტურის და პოლიტიკური ტრადიციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაყოფას ითვალისწინებს.

ნებისმიერი კომუნიკაციის და თანამშრომლობის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ამ ერთი წლის განმავლობაში. როგორ ჩაატარებს „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებს, რას მოიმოქმედებს ახალი პრემიერ-მინისტრი და რა ვითარება იქნება ქვეყანაში არჩევნების შემდეგ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს, მაგრამ სავარაუდოდ, არც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება შანსი, თუ გონივრულად არ მოიქცევა და სასწრაფოდ არ დაიწყებს მუშაობას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, „ბორდერიზაციის“ საკითხის მოსაგვარებლად და ქართულ-რუსული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.

ილუზიაა იმის ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა პრობლემის გადაჭრას წარმატებულად შეძლებს, თუმცა სწორი მიმართულებით მუშაობა მას შანსს მისცემს საერთოდ კოალიციის შექმნამდე მივიდეს თუ არადა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შანსი გაცილებით გაიზრდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს