ნიკა მელია - რომელ ტელეკომპანიაშიც ჩავთვლი საჭიროდ, იქ მივალ, მიუხედავად იმისა, პროკურატურა ამაზე თანხმობას განაცხადებს თუ - არა

გირაოზე და შინაპატიმრობაზე უფრო მკაცრი ღონისძიება არის მხოლოდ პატიმრობა. მე ვუთხარი, რომ შეგიძლიათ ახლავე ჩათვალოთ ჩემი პოზიცია საბოლოო პოზიციად, სადაც საჭიროდ ჩავთვლი იქ მივალ, - ამის შესახებ დეპუტატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განუცხადა.

ნიკა მელიას თქმით, პროკურატურას სხვა გამოსავალი არ აქვს, ან უნდა დააპატიმროს ნიკა მელია, ან მისცეს საშუალება, რომ გადაადგილდეს იქ, სადაც უნდა.

„მივიღე გაფრთხილება, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების სახე იქნება გამოყენებული ჩემს მიმართ. გირაოზე და შინაპატიმრობაზე უფრო მკაცრი ღონისძიება არის მხოლოდ პატიმრობა. მე ვუთხარი, რომ შეგიძლიათ ახლავე ჩათვალოთ ჩემი პოზიცია საბოლოო პოზიციად და თქვენს ხელმძღვანელობას გადასცეთ, რომ აუცილებლად, სადაც ჩავთვლი საჭიროდ, რომელ ტელე-რადიო კომპანიაშიც ჩავთვლი საჭიროდ იქ მივალ, მიუხედავად იმისა, პროკურატურა ამაზე თანხმობას განაცხადებს თუ -არა“,-განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს