არჩილ თალაკვაძე ხაზარაძის განცხადებაზე - საჭიროა, იმ ადამიანების განცხადება, რომლებმაც პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტეს, ობიექტურ პრიზმაში გავატაროთ

საჭიროა იმ ადამიანების განცხადება, რომლებმაც პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტეს, ობიექტურ პრიზმაში გავატაროთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას განუცხადა, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ „ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მიერ წამოწყებული დავები ერთ მოსამართლესთან ხვდება და გარკვეული ალგორითმის საშუალებით ეს დავები ერთ დღეში სრულდება“. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სასამართლო დღეს დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომელზეც მაღალი საჯარო ინტერესია, უმაღლესი სტანდარტებისაა.

„სასამართლოში საქმეებზე გადაწყვეტილებებს იღებენ მოსამართლეები. მე შემიძლია მოგიყვანოთ ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი ამაზე. პირველი ეს არის სასამართლო გადაწყვეტილებების სტატისტიკა. თუ თქვენ ამას შეადარებთ წარსულს, ნახავთ, რომ დღეს სასამართლო ბევრად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში და ჩვენ რეფორმებს ვაგრძელებთ და მეორე - ნახავთ, რომ არაერთ საქმეზე, რომელზეც საჯარო ინტერესი იყო მაღალი, სასამართლოს აქვს მიღებული მაღალი სტანდარტის გადაწყვეტილებები და სხვათა შორის, ერთ-ერთ მედიაკომპანიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კითხვის ნიშნის დასმის სუბიექტი გახდა პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ჩვენმა სასამართლომ ამაზე მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მაშინ რაზე ვსაუბრობთ? საჭიროა, რომ იმ ადამიანების განცხადება, რომლებმაც პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტეს, გავატაროთ ობიექტურ პრიზმაში და ამას პირველ რიგში სჭირდება ობიექტური მონაცემებით დადასტურება და ეს ობიექტური მონაცემები სასამართლოს შესახებ ამბობს იმას, რომ დღეს სასამართლო ბევრად უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალია, ვიდრე ეს იყო ოდესმე ჩვენს წარსულში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ გუშინ, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილთან დავას ეხებოდა. ხაზარაძის ინფორმაციით, ჩხარტიშვილი მათგან 30 მილიონს ითხოვდა. გარდა ამისა, ხაზარაძის თქმით, „ვანო ჩხარტიშვილს აქვს ბევრი დავა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან და ყველა ეს დავა ხვდება ერთ მოსამართლესთან“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს