არჩილ თალაკვაძე ივანიშვილი-ხაზარაძის შეხვედრაზე - ბიზნესმენების შეკრება და საუბარი სრულიად ნორმალური და კანონმდებლობით დაშვებულია

მოვისმინე ბატონი ხაზარაძის განცხადება, მაგრამ ის, რომ ბიზნესმენები შეიკრიბნენ და განიხილეს დავა ან სამომავლო თანამშრომლობა, ეს არის სრულიად ნორმალური, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ეხებოდა.

თალაკვაძე ასევე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის მიერ „ლელოს“ დაარსებას და აღნიშნა, რომ „პროპორციული არჩევნების ჩატარება ნულოვანი ბარიერით- ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სურს მონაწილეობა არჩევნებში, რომ შექმნას პარტია და იბრძოლოს თავისი წარმომადგენლობისთვის“.

„პირველ რიგში, ბატონი ხაზარაძის მხრიდან, საზოგადოებრივი მოძრაობის შემდეგ პოლიტიკური პარტიის შექმნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს, საარჩევნო გარემოსთან და დემოკრატიასთან მიმართებაში, არის სწორი და სწორედ ეს არის, რითაც, მათ შორის, ბატონი ხაზარაძე ამ შემთხვევაში სარგებლობს სრულიად სამართლიანად და მივესალმები. თუ შეიქმნება ახალი პოლიტიკური პარტიები, მითუმეტეს,როცა ჩვენ ვაპირებთ პროპორციული არჩევნების ჩატარებას ნულოვანი ბარიერით, ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სურს მონაწილეობა არჩევნებში, რომ შექმნას პარტია და იბრძოლოს თავისი წარმომადგენლობისთვის. რაც შეეხება შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, მე ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას საქართველოს კანონმდებლობასთან, ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას იმ ტრადიციებთან, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაშია, სადაც ბიზნესმენები შეიძლება ერთად დასხდნენ და განიხილონ საკითხები, ეს არის დარეგულირებული კანონმდებლობით. მე ვერ გეტყვით, ვინ ესწრებოდა იმ შეხვედრას, მოვისმინე ბატონი ხაზარაძის განცხადება, მაგრამ ის, რომ ბიზნესმენები შეიკრიბნენ და განიხილეს დავა ან სამომავლო თანამშრომლობა, ეს არის სრულიად ნორმალური. ისიც უცნაურია, რომ ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ გავიგეთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იყო მოსული პარლამენტში და გავიგეთ ახლა, როდესაც მან ეს გაიმეორა. მე საერთოდ ასე მესმის, რომ რაც შენთვის მიუღებელია, იმ მომენტშივე არ უნდა გააკეთო, ხოლო, თუ გააკეთე და რჩება მიუღებლად, ალბათ, იმ მომენტშივე უნდა უთხრა საზოგადოებას ან უნდა უთხრა მედიას, რომ ეს მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით ბიზნესსუბიექტებს შორის შეხვედრა და საკითხების განხილვა არის დაშვებული, თუ ვინ ესწრებოდა იმ შეხვედრას, ნამდვილად არ ვიცი და ვერ დაგიდასტურებთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა