გია ვოლსკი - ჯერ ერთი, "ქართული ოცნება" თვითონ გადაწყვეტს კოალიციაში ვისთან იყოს ან არ იყოს, მაგრამ ოპოზიცია მისი განცხადებით ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, "ევროპული საქართველოს" ინიციატივა, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვან "ქართულ ოცნებასთან" კოალიციური მთავრობის შექმნაზე, დესტრუქციული ქმედებაა.

როგორც ვოლსკი აცხადებს, ეს მმართველ ძალას და ამომრჩეველს მეტ მოტივაციას მისცემს.

"ოპოზიცია არის წინასაარჩევნო რეჟიმში ჩართული და გაცილებით მძიმე, დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, მომავალი მთავრობა არ უნდა დაკომპლექტდეს თურმე "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში. ჯერ ერთი, "ქართული ოცნება" თვითონ გადაწყვეტს კოალიციაში ვისთან იყოს ან არ იყოს, რაც მთავარია, ამ განცხადებით ქვეყნის სტაბილურობას ემუქრებიან ანუ არ შედგეს კოალიცია და მთავრობის გარეშე ყოფნა ქვეყნისთვის იქნება მძიმე შედეგების მომტანი და თუკი ვერ შედგა კოალიცია, იქნება რიგგარეშე არჩევნები. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ კიდევ მეტ მოტივაციას მისცემენ საზოგადოებას და ჩვენც, რომ ხმების 50 პროცენტზე მეტი ავიღოთ და ქვეყანა არ დავაყენოთ იმ დესტრუქციის წინაშე, რითაც დღესვე გვემუქრებიან ჩვენი ოპონენტები. შევეგუოთ იმას, რომ დღეიდან მოყოლებული გაცილებით უფრო მეტი და მწვავე შინაარსის განცხადებები ექნებათ ჩვენ ოპნენტებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა