ადვოკატი - პროკურატურა უხერხულ მდგომარეობაშია - პროკურორის კეთილ ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული მიიღებს თუ არა მელია პოლიტიკურ თოქ-შოუებში  მონაწილეობას

ჩემი მოლოდინი გამართლდა. არავითარი დარღვევა არ ყოფილა, ნიკა მელია საქმიანობას გააგრძელებს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს კონსტიტუცია იცავს და მას არავითარი კანონი არ დაურღვევია.

„ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, დღეს, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშია საქართველოს პროკურატურა. ჩვენ შეგვიდგინეს ოქმი, სადაც მოქმედ პარლამენტის წევრს, ნიკა მელიას უთხრეს, რომ დაარღვიე სასამართლოს გადაწყვეტილება და თუ კიდევ ერთხელ დაარღვევ უფრო მკაცრი ღონისძიება გამოიყენება, ანუ დაპატიმრება. პირველ რიგში, არავითარი დარღვევა არ ყოფილა, ნიკანორ მელიას პარლამენტარის უფლებები გააჩნია, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს და ამაზე ვერავითარი შეზღუდვა ვერ იმოქმედებს. პროკურორის კეთილ ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული წავა თუ არა პარლამენტში ნიკანორ მელია, შეხვდება თუ არა ამომრჩევლებს, ისარგებლებსა თუ არა მასმედიით და პოლიტიკურ თოქ-შოუებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, როდესაც ის ამ ფორმით, როგორც საქართველოს პარალმენტის წევრი კომუნიკაციას ამყარებს ამომრჩევლებთან. ამიტომაც, ოქმი, რაც დღეს გაფორმდა ფარატინა ქარალდია. ამას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. მელიამ ხელი კი არ მოაწერა, საკმაოდ ვრცელი შენიშვნა გავაკეთეთ, სადაც დავწერეთ, რომ ეს არის სამართლებრივი აბსურდი. თუ ნიკა მელიამ აღკვეთის ღონისძიება დაარღვია გენერალური პროკურორი უნდა მივიდეს საქართველოს პარლამენტში, დეპუტატებს უნდა აუხსნას, რომ დავით აქუბარდიასთან მისვლით პარლამენტის წევრმა ნიკა მელიამ დაარღვია კანონი, უნდა მოითხოვოს დაპატიმრების ნებართვა და ამ ნებართვის მიღების შემდეგ, რაზეც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, სასამართლოში უნდა მივიდეს და იქ უნდა მოითხოვოს მელიას ხელახლა დაპატიმრება“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ გენერალურმა პროკურორმა დეპუტატის ხელახალი დაპატიმრება მოითხოვოს, ადვოკატი პასუხობს, ამისთვის პროკურატურის მხრიდან ყველა საჭირო პროცედურაა გასავლელი.

„რამდენიმე დღის წინ როდესაც ამაზე ჟურნალისტებმა მკითხეს , ვთქვი, რომ იმდენად არბსურდია, იმდენად სამართლებრივი ნონსენსია ამ ფაქტობრივი გარემოებების გამო ნიკა მელიას დაპატიმრება, რომ მე მქონდა მოლოდინი, რომ არ გადადგამდნენ ასეთ ნაბიჯს. ჩემი მოლოდინი გამართლდა. არავითარი დარღვევა არ ყოფილა ნიკა მელია საქმიანობას გააგრძელებს. რაც შეეხება საქართველოს პარალამენტის წევრის საქმიანობას, ჩვენ გადაწყვეტილებას ვემორჩილებით იმ კონტექტსში, რომ აღნიშნულის თაობაზე პროკურატურას ინფორმირებას წინასწარ გავუკეთებთ. თუ მიაჩნიათ, რომ ნიკა მელია უნდა დაიჭირონ, დაიჭირონ, ეგ არის მათი საქმე. თუმცა უნდა გაიარონ ყველა ის პროცედურა - დაწყებული ნებართვის მიღებიდან დაპატიმრებაზე, დამთავრებული შემდგომ უკვე სასამართლოში პროცესების განვითარებით“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა