გია ვოლსკი მარია ზახაროვას განცხადებაზე - ეს არის იმპერიალისტური სახელმწიფოს განცხადება

ეს არის იმპერიალისტური სახელმწიფოს განცხადება, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას.

როგორც ვოლსკი აცხადებს, განცხადებაში დიდი სიცრუეა იარაღით საქართველოს „გაძეძგვის“ თაობაზე.

„ეს არის იმპერიალისტური სახელმწიფოს განცხადება. ტექსტი ნათელია. რომც არ გაეკეთებინა განცხადება, ნებისმიერი ჩვენგანი იტყოდა ამ განწყობას, რასაც ის განცხადებაში გამოხატავს. ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ შემოტანილია დიდი სიცრუე - იარაღით საქართველოს „გაძეძგვის“ თაობაზე. შეიარაღების თემა იმდენად მაღალი დონის კონტროლის საგანია, რომ ამას ვერანაირად ვერ დაარღვევ. თუ ვინმე არღვევს შეიარაღების შესახებ შეთანხმებას, ეს რუსეთია. ამიერკავკასიაში სამხედრო ბაზების შექმნა და გაძლიერებაა იმ საფრთხის შემცველი, რომელიც არა მარტო საქართველოს უქადის დესტაბილიზაციას, არამედ რეგიონს და მსოფლიო დენეზეც ეს პრობლემა არსებობს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს მსოფლიო პრობლემაა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლელი, განსაკუთრებით, ამერიკელი კოლეგები „განაგრძობენ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დადანაშაულებას“.

„იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ამიერკავკასიაში, ყველაფერს პირიქით აკეთებენ რეგიონში დესტაბილიზაციისთვის. თუკი კონკრეტული ფაქტების შესახებ ვილაპარაკებთ, ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში. ამასთან, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამას ხსნიან ამ სახელმწიფოს და მთლიანად რეგიონის სტაბილურობით და საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე“, - განაცხადა ზახაროვამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან