რევაზ სოხაძე-თბილისის მუნიციპალიტეტმა აიღო პასუხისმგებლობა დაუმთავრებელ მშენებლობებზე და დაზარალებულთა ინტერესების დაცვაზე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე თბილისის მერიასა და კომპანია M2-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა, რომლითაც სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2500 ოჯახს ბინები გადაეცემათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

რევაზ სოხაძის განცხადებით, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მუშაობს და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ასეთი შედეგი დადგა.

„ეს საკმაოდ რთული თემაა. მერიას და მუნიციპალიტეტს შეეძლო ყველანაირად გაეწელა დრო და სამომავლოდ გადაედო საკითხი. აქ ათწლეულების პრობლემაზეა ხშირად საუბარი. მაგრამ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი მოგვარდეს. მსგავსი შეთანხმებებით, ჩვენ არა მარტო დაზარალებული ოჯახების საბინაო პრობლემას ვაგვარებთ, არამედ ქალაქის ვიზუალური მხარეც უკეთესი ხდება. მუნიციპალიტეტმა აიღო ეს პასუხისმგებლობა. მძიმე პროცესია, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს, თუმცა ქალაქისთვის და მისი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ დაზარალებული ოჯახები ჩართულები არიან პროცესში, მოლაპარაკებები მათი მონაწილეობით მიმდინარეობს და სასიხარულოა, რომ ასეთი შედეგი დადგა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს