ბექა დავითულიანი - ოპოზიციას საკრებულოს სხდომებზე დასწრება ეზარება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციას საკრებულოს სხდომებზე დასწრება ეზარება. ამის შესახებ მან დღევანდელ სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ევროპული საქართველო" არ ესწრება.

"ევროპული საქართველო" უკვე რაღაც პერიოდია მუდმივი ბოიკოტის რეჟიმშია. "ნაციონალურ მოძრაობის" სხვადასხვა წევრს ძალიან ბევრი "მიზეზი" აქვს,

იმისთვის, სხდომებს რატომ არ უნდა დაესწრონ. მე მგონი, მარტივად რომ თქვან, ეზარებათ და არ ესწრებიან, მათაც გაუადვილდებათ ცხოვრება და თქვენც", - მიმართა ჟურნალისტებს ბექა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო