აუდიტის სამსახური - 2017 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა

2017 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. მონაცემების თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებას 13 226 მანქანა ჰყავდა, რომლის მომსახურებაზე 103 423 792 ლარი იხარჯებოდა.

2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბალანსზე 2 171 ავტომანქანა იყო, რომელთა მომსახურებაზე 16 961 776 ლარი იხარჯებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე არსებულ 337 ავტომანქანაზე 3 617 028 ლარი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე რიცხულ 19 ავტომანქანაზე 313 316 ლარი იხარჯებოდა.

აუდიტის თანახმად, 436 ავტომანქანა ირიცხებოდა 2017 წელს იმ ორგანიზაციებზე, რომლებზეც მთავრობის N121 დადგენილება, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“ თაობაზე არ გავრცელდა, მათ მომსახურებაზე კი ბიუჯეტიდან 3 934 480 ლარი იხარჯებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა