ODIHR -  საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, - ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR)-ის ანგარიშში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისიდან აცნობეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი, მიუხედავად სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის გასამყარებლად გატარებული გარკვეული დადებითი ზომებისა.

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აკვირდებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას... ბოლოდროინდელი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, განუსაზღვრელი ვადით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს პროცესის სამართლიანად, დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარმართვა, ყველაზე კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების დასანიშნად“, - განაცხადა ODIHR- ის დირექტორმა,სოლრუნ გისლადოთირმა,

ანგარიშის თანახმად, მონიტორინგი აფასებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანდიდატთა ნომინირების პროცედურის შესაბამისობას საკანონმდებლო ჩარჩოსთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და აღიარებულ კარგ პრაქტიკასთან. აღნიშნულმა ანგარიშმა გამოავლინა ნომინირების პროცესში სხვადასხვა ნაკლოვანებები.

„შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ზოგადად, კანონთან შესაბამისობაში უზრუნველყო. თუმცა საბჭოს საქმიანობა ხასიათდებოდა მწვავე შიდა უთანხმოებით, რაც ხშირად გამოიხატებოდა მტრულ დამოკიდებულებაში და მწვავე კამათში. ყოველივე ეს, ქმნიდა არაპროფესიულ გარემოს.

ODIHR-მა დააფიქსირა გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებები. როგორიცაა, ღია კონკურენტუნარიანი შერჩევის პროცესის დანერგა, რაც იძლევა საზოგადოებრივი ყურადღების გამახვილების საშუალებას და წარმოადგენს საქებ ნაბიჯს საქართველოში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ასამაღლებლად, თუმცა ODIHR-ის საკანონმდებლო მიმოხილვის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გათვალისწინებული და კვლავ რჩება მრავალი ხარვეზი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, კანდიდატთა საჯარო გასაუბრების პროცესი ძირითადად გამჭვირვალედ წარიმართა, თუმცა წინასწარი შეტყობინება საჯარო მოსმენასთან დაკავშირებით მოკლე ვადაში ხორციელდებოდა და გასაუბრების ადგილმდებარეობა არ იძლეობდა პროცესზე დაკვირვებისა და ანგარიშის წარმოდგენის შესაძლებლობას, საზოგადოების მაღალი ინტერესის ფონზე.

„გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი და სამართლიანობა წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ქვაკუთხედს. თუმცა, ODIHR- ის მონიროტებმა დააფიქსირეს, რომ იუსტიციის საბჭომ არ დაამტკიცა გასაუბრების ჩატარების წესი ან პროცედურა, რათა უზრუნველყოფილიყო პროცესის სამართლიანობა და წესრიგი. აღნიშნულმა მიდგომა წარმოშობს კანდიდატთა მიმართებაში მოპყრობის არათანაბარ გარემოს და ზღუდავს პროცესის გამჭვირვალობას.

ODIHR-ის წინა სამართლებრივი დასკვნა მიესალმება ღია დანიშვნის წესის პროცედურის შემოღებას და პარლამენტის ძალისხმევას გაწეროს შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების დებულება, არსებული უფსკრულის აღმოსაფხვრელად, თუმცა აგრეთვე დაფიქსირდა რამდენიმე არსებითი ხარვეზი, მათ შორის, შერჩევის პროცესში გამჭვირვალობის გარანტიების ნაკლებობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას გადაწყვეტილებების უტყუარობა და ობიექტურობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე. ODIHR– ის გუნდი მუშაობას შეუდგა 2019 წლის 29 ივნისს. სამუშაო მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემოკლებულ სიაში შეყვანილი 49 კანდიდატის გასაუბრების მონიტორინგსა და საქმიანობასთან დაკავშირებულ შეხვედრებს.

ODIHR– ის მონიტორები გააგრძელებენ პარლამენტში კანდიდატთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებას და გამოაქვეყნებენ საბოლოო ანგარიშს რეკომენდაციებით, ნომინირების პროცესიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო