აშშ და ბრაზილია ამაზონის დასაცავად 100 მილიონ დოლარს გამოყოფენ

აშშ და ბრაზილია ამაზონში კერძო სექტორის განვითარების საკითხებზე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ ერნესტო არაუჟოს შორის ვაშინგტონში პარასკევს შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ამაზონის ტროპიკული ტყეების ბიომრავალფეროვნების დასაცავად 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის პირობა დადეს.

სახელმწიფო მდივანის განცხადებით, ბიომრავალფეროვნების საინვესტიციო ფონდი, რომელსაც კერძო სექტორი უხელმძღვანელებს, ამაზონში ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ფონდი 11 წლის განმავლობაში 100 მილიონ დოლარს მიიღებს. მისი მიზანი ბიზნესისთვის ხელშეწყობა და ამაზონის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება იქნება“, - განაცხადა დასძინა მაიკლ პომპეომ.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საუბარი იმის შესახებ, რომ ბრაზილიას ხანძრის ჩაქრობა სალუთარი ძალებით არ შეუძლია, სიცრუეა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების ეკონომიკური განვითარება მისი დაცვის ერთადერთი გზაა.

შეგახსენებთ, რომ წელს ამაზონში 80,000-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა, რამაც „პლანეტის ფილტვებად“ წოდებულ ტროპიკულ ტყეებს დიდი ზიანი მიაყენა.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა