საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტს შეიმუშავებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) ერთად, ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტს შეიმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტის შესამუშავებლად, თბილისში, ხუთდღიანი სემინარი გაიმართა. „სემინარის მიმდინარეობისას, ჩატარდა როგორც შესაბამისი სწავლებები, ისე სამუშაო შეხვედრები. ამერიკელ კოლეგებთან ერთად, საუბარი შეეხო ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით არსებულ პრაქტიკას, გამოვლინდა ხარვეზები და საჭიროებები, ასევე, დაიწყო მუშაობა სამოქმედო პროცედურების პირველადი პროექტის შესადგენად. სტანდარტული სამოქმედო პროცედურების საბოლოო პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში საბოლოო ფორმას მიიღებს, მნიშვნელოვნად განაახლებს სამსახურის მიდგომებს და გააუმჯობესებს ქბრბ ჯგუფის შესაძლებლობებს ტაქტიკურ და ოპერაციულ დონეზე. სემინარს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებითან ერთად, ესწრებოდნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა