სერგი კაპანაძე - ვაპირებთ კრიტიკას, თუმცა არ ვაპირებთ ტალახის სროლას და ცილისწამებას - ამისკენ მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პირველ რიგში „ნაცმოძრაობას“ და მათთან აფილირებულ ძალებს

„ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ, პროდასავლურ ოპოზიციური პარტიებთვის მოწოდება, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ, ივანიშვილის გუნდისგან და მისი სატელიტებისგან, სრულიად აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მოწოდებაზე მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, თუკი ვერ მოხერხდა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნაზე შეთანხმება, ეს არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა ქვეყნის წინ წასასვლელად.

„გუშინ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“, ინიციატივით გამოვედით, რომ ყველა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯაროდ დადოს პირობა, რომ არ შევა ბიძინა ივანიშვილთან და პროპუტინურ ძალებთან კოალიციაში და ამით არ შეუწყობს ხელს ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას. „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ ეს არასაკმარისი მაგრამ აუცილებელი პირობაა ქვეყნის წინ წასასვლელად. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა ივანიშვილის და პროპუტინური ძალების ძალაუფლებიდან ჩამოშორებაა. ამ მოწოდებას მოჰყვა სრულიად აგრესიული რეაქცია ივანიშვილის გუნდისგან და მისი სატელიტებისგან, რაც მოულოდნელი არ ყოფილა“, - განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით, „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის პოზიციას, რომ „თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება“, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ეს „ბინძური და აბსურდული ცილისწამებაა“.

"ინიციატივას თითქმის ყველა პროდასავლური პარტია გამოეხმაურა. მათი უმრავლესობა, სხვა საკითხებში არსებითი განსხვავების მიუხედავად, იზიარებს ამ სასტარტო პირობის აუცილებლობას ქვეყნის თავისუფლების დაცვისთვის. იყო კრიტიკაც ჩვენს მიმართ, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. ამავდროულად, მოვისმინეთ, კოალიცია ,,ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადება, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და ცილისწამებით „ასავალ-დასავალის“ და „ქართული ოცნების“ სტილში. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული კოალიცია „ძალა ერთობაშიას " ერთ-ერთი ლიდერის განცხადება ჩვენი ინიციატივის კრიტიკას კი არ წარმოადგენდა, ან თუნდაც მწვავე შეფასებას, არამედ იყო ბინძური და აბსურდული ცილისწამება, თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

ჩარკვიანი კოალიციის ერთ-ერთი სპიკერია, შესაბამისად, „ ევროპული საქართველო“ მოვითხოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ამ ბინძურ ცილისწამებაზე. მათ უნდა დააფიქსირონ ემიჯნებიან და გმობენ ამ განცხადებას, თუ ეთანხმებიან მის პათოსს, ან თუნდაც დუმილს ირჩევენ ჩარკვიანის საქციელთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ამ გზავნილთან თანხმობის ნიშანია. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ყველასთვის ცნობილია - მწვავე დისკუსია და კრიტიკა პოლიტიკური პროცესის აბსოლუტურად ნორმალური ნაწილია ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის უზარმაზარი განსხვავებებაა ბევრ პოლიტიკურ საკითხში. ვაპირებთ მათ აქტიურ კრიტიკას, თუმცა არ ვაპირებთ ტალახის სროლასა და ცილისწამებას. ამისკენ მოვუწოდებთ ყველას და მათ შორის პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან აფილირებულ ძალებს“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა