დრონებმა საუდის არაბეთის უმსხვილეს ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ ობიექტებზე, ბოქიაქსა და ჰურაისში თავდასხმა განახორციელეს, რომელმაც გლობალური ენერგიის მარაგზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა იემენის ჰოუთის აჯანყებულებმა მსგავსი შეტევები დრონის მეშვეობით ადრეც განახორციელეს.
ამ დროისთვის უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. ასევე უცნობია, თუ რა გავლენას მოახდენს აფეთქება ნავთობის წარმოებაზე.
მთავრობა ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს.