გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა

კახეთის რეგიონში რთველი 2019-ის დაწყებიდან დღემდე, ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესი კახეთში ორგანიზებულად მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ.

14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 37 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 21 ათასი ტონა რქაწითელი, 11 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში, 50-მდე ღვინის საწარმომ 7 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა, რაც მიანიშნებს რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია. ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული.

რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 220 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ჩაერთვებიან. წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა