დონალდ ტრამპმა კუბას სავაჭრო ემბარგო ერთი წლით გაუხანგრძლივა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბას სავაჭრო ემბარგო ერთი წლით, 2020 წლის 20 სექტემბრამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელერეპორტი“ ავრცელებს.

„მინდა აღვნიშნო, რომ კუბის წინააღმდეგ მსგავსი ზომების გატარება არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებში“, - იტყობინება თეთრი სახლის ოფიციალური ვებ გვერდი.

შეგახსენებთ, მაისში პრეზიდენტი ტრამპი კუბას დაემუქრა, რომ „უმაღლესი დონის“ სანქციებს დაუწესებდა იმ შემთხვევაში, თუ ჰავანა არ შეწყვეტდა ქმედებებს, რომელიც ამერიკელი ლიდერის თქმით, მიმართული იყო იქითკენ, რომ ძირი გამოეთხარა ვენესუელას კონსტიტუციისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს