შსს - ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ელისო შონიამ ბაღდათში განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, იზოლატორი სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. ასევე, გაუმჯობესდა საკნები, კერძოდ, უზრუნველყოფილია სათანადო განათება, ვენტილაცია და გათბობა.

შენობისა და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. იზოლატორში ასევე მოეწყო სამედიცინო ოთახი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს იზოლატორების რეაბილიტაციას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს