კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს მიულოცეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაზები დაათვალიერეს და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაციები გაუწიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, მეფუტკრე ფერმერებმა ინფორმაცია საფუტკრის მოწყობის, ფუტკრის დაავადებების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, საშემოდგომო სამუშაობის და ფუტკრის საკვები ბაზის, ასევე მეფუტკრეობაში არსებული თანამედროვე სტადარტების შესახებ მიიღეს.

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ფუტკრის მასობრივ გაუჩინარებაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. დღეისათვის მსოფლიოში ფუტკრის პოპულაციების 20-დან 80%-მდე გაუჩინარებულია.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა, ფერმერების მხრიდან მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოში ამ დროისთვის 40-50 ათასი მეფუტკრეა. მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი დარგია და მას მზარდი საექსპორტო პოტენციალი აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა