თაკო ჩარკვიანი - სერგი კაპანაძის გასაგონად კიდევ გავიმეორებ, რომ „ევროპული საქართველოს" განცხადებები თანხვედრაში მოდის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკასთან

სერგი კაპანაძის გასაგონად კიდევ გავიმეორებ, რომ „ევროპული საქართველოს" განცხადებები თანხვედრაში მოდის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკასთან, - ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის "კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომელმაც მის პოზიციას, რომ „თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, „აბსურდული ცილისწამება" უწოდა.

„მე დიდი ხნის წინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ სერგი კაპანაძის გასაგონად. დიახ, „ევროპული საქართველოს" მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებები გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ, თანხვედრაში მოდის ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკასთან. ივანიშვილმა კანონიც კი მიიღო იმისი, თუ როგორმე დაშალოს გაერთიანებული ოპოზიცია, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდის ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელმაც სილა გააწნა „ქართულ ოცნებას" და კერძოდ ივანიშვილს, ეს გახლდათ, არჩევნების მეორე ტური. ოპოზიციამ მაშინ მოიტანა გამარჯვება, როცა გაერთიანდნენ. დღევანდელ განცხადებებშიც, სისტემატურად ხდება გაერთიანებული ოპოზიციის უგულებელყოფა", - განაცხადა ჩარკვიანმა.

რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას, რომ ისინი იზიარებენ „ევროპული საქართველოს" მიდგომას და ჩარკვიანი თავისი პოზიციით ხომ არ ემიჯნება მათ, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არის თავისუფალი გაერთიანება და „ვისაც რა უნდა, იმას იტყვის".

ამასთან, ჩარკვიანი არასანდოდ უყურებს იმ მემორანდუმს, რომელზე ხელის მოწერაზეც მოუწოდებს მათ „ევროპული საქართველო" და აღნიშნავს, რომ იურიდიული გარანტიები არ აქვს.

„გაერთიანებული ოპოზიცია არის თავისუფალი გაერთიანება და ვისაც რა უნდა, იმას იტყვის. ვერავინ მიბრძანებს ვთქვა ის, რაც მე არ მინდა. მე რატომ უნდა ვენდო მემორანდუმს, რომელსაც შექმნიან? რა იურიდიული ძალა აქვს ისეთი ამ მემორანდუმს, რომ ვიფიქროთ, თურმე არ შეეკვრებიან ბიძინა ივანიშვილს? ჩვენ რა ვიცით, რომ სერგი კაპანაძე კვლავ არ გაქანდება ბოკერიასთან ერთად და არ შეეკვრება?! თუ ნამდვილად შეასრულებენ, ჩვენ ყველანაირ მემორანდუმს მოვაწერთ ხელს", - განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის პოზიცია, რომ „თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ცილისწამებაა“.

როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მოითხოვს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო