გიორგი გახარია - ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

“ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა, კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა და მიიღო ინფორმაცია, რა სიახლეებით ხვდება სამინისტრო 2019-2020 სასწავლო წელს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იგრძნოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარია სამინისტროების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ეტაპობრივად გამართავს, რათა უწყებებში არსებული დინამიკის შესახებ კონკრეტული ცნობები მიიღოს.

„ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და კიდევ ბევრი რამ. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად უნდა აშენდეს და ხალხმა ეს უნდა იგრძნოს. არ შეიძლება, მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ეს შედეგი დადგება 10 წლის შემდეგ. ეს არასწორი იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

„განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პრემიერს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ. მათ შორისაა ეროვნულ სასწავლო გეგმაში სკოლების მოთხოვნის შესაბამისად შეტანილი ცვლილებები, რაც სკოლას მეტ ავტონომიას და საგაკვეთილო ბადის საკუთარ რეალობაზე მორგების საშუალებას აძლევს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს