არჩილ თალაკვაძე - პირობას გაძლევთ, რომ მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტში მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტის განხილვები შედგება

„პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას და ჩვენი პარტნიორების რჩევებსა და რეკომენდაციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დასკვნას, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებით.

„ცალსახაა, რომ მოსამართლეთა დასახელებისა და მათი არჩევის პროცესში საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში არანაირი კანონმდებლობა, ეს ასე იყო გასულ წლამდე. დღეს ჩვენმა პარლამენტმა შექმნა ასეთი კანონმდებლობა, განსაზღვრა წესები, თუ როგორ ხდება კონკურსის ჩატარება, მათი დასახელება პარლამენტის წინაშე. დღეს უკვე სიაა წარმოდგენილი პარლამენტის წინაშე და პირობას გაძლევთ, რომ პარლამენტში შედგება მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტის განხილვები, თითოეულ კანდიდატურასთან დაკავშირებით. საზოგადოებას ექნება ამომწურავი ინფორმაცია, დაისმება ყველა მნიშვნელოვანი კითხვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას მათ შერჩევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას და ჩვენი პარტნიორების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ეს უდავოა, ამიტომ ჩვენ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ოდირის მისიასთან“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR)-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი, მიუხედავად სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის გასამყარებლად გატარებული გარკვეული დადებითი ზომებისა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა