გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ქალაქ გორის სიახლოვეს, ავტომაგისტრალზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად გავიდა „ფორდის“ მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ავტომაგისტრალზე მორიგეობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე, ასევე, გამოცხადდა შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 4 ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

„მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მოხერხდა ცეცხლმოკიდებული მანქანის ჩაქრობა.

შემთხვევის ადგილზე, 20 მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო