მამუკა მდინარაძე - პირველ რიგში, იმაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, საქმით პროდასავლური ძალა რომელია და არა მხოლოდ დეკლარირებულად

ეს ბულინგი რაღაც ზედმეტ სითამამეს ხომ არ ნიშნავს მათი მხრიდან? - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომ ყველა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსიროს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციაში არ შევლენ „ქართულ ოცნებასთან“.

„პირველ რიგში, იმაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რეალურად, საქმით პროდასავლური ძალა რომელია და არა მხოლოდ დეკლარირებულად. ერთს იძახდე და მეორეს აკეთებდე, ეს არ არის პროდასავლურობა, პირიქით, ეს არის ცუდი რამ, ძალიან რბილად რომ შევაფასოთ. მეორეც, ეს ბულინგი რაღაც ზედმეტ სითამამეს ხომ არ ნიშნავს მათი მხრიდან? ვიღაცამ რომ დასვას ახლა კითხვა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის განშტოებებთან ვინ არ ითანამშრომლებსო, რამდენად სწორი და მართებული იქნება? ასეთი კითხვის დასმა და ასეთი ბულინგის მცდელობები რამდენად წაადგება 2020 წლის არჩევნების შედეგებს, რამდენად გამოიწვევს კრიზისს ეს ყველაფერი და რამდენად ფიქრობენ ისინი არა სახელმწიფოზე, არა განვითარებაზე, არამედ მათ პირად ინტერესებზე, ამას საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან“.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა