ნოდარ ხადური დღეს დაკრძალეს

ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 12:00 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდზე მივიდნენ და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ და გია ვოლსკიმ. სამოქალაქო პანაშვიდზე მოადგილეებთან ერთად მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე ოჯახს მიუსამძიმრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ. ნოდარ ხადურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა ასევე სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.

ნოდარ ხადური 10 სექტემბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა