სალომე ზურაბიშვილი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია და მისი მომზადების პროცესის გაეცნო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამბალხაჭოს მომზადების ტექნოლოგიას არამატერიალური ძეგლის სტატუსი უკვე 5 წელია რაც მიენიჭა, მსოფლიოში სწორედ მისი დამზადების ტექნოლოგიის უნიკალურობის გამო.

როგორც პრეზიდენტს მეწარმე ეკა დოჭურიშვილმა განუცხადა, არსებობს სხვადასხვა წარმოშობისა და ტიპის დაობებული ყველი, მაგრამ დამბალხაჭოს ძირი ხაჭოსია, სწორედ ამით განსხვავდება სხვა მსგავსი ტიპის პროდუქციისაგან.

„დოჭურიშვილების ოჯახმა პროდუქტის წარმოება სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით დაიწყო და დღეს უკვე წარმოების გაფართოებას და აგროტურიზმის მიმართულებით განვითარებას გეგმავენ, რათა დამბალხაჭოს წარმოების პროცესით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლონ.

მეწარმეებმა პრეზიდენტს მომზადების პროცესის გააცნეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა