აშშ ირანს საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმასა და "თვალთმაქცურ" დიპლომატიაში ადანაშაულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ირანის ხელისუფლება საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

პომპეომ თავდასხმაში იემენის მონაწილეობა გამორიცხა და ირანი „ცრუ დიპლომატიის“ გამო გააკრიტიკა.

„საუდის არაბეთზე განხორციელებული ასამდე თავდასხმის უკან თეირანი დგას, ჰასან როუჰანი და მოჰამედ ჯავად ზარიფი კი​ თვალთმაქცურად არიან დიპლომატიაში ჩართული. დეესკალაციისკენ მოწოდების ფონზე ირანმა უპრეცედენტო შეტევა განახორციელა, რითაც მსოფლიოს ენერგეტიკას შეუქმნა საფრთხე. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ იერიში იემენის ტერიტორიიდან განხორციელდა. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, საჯაროდ დაგმონ ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმები“, - წერს პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს რათა ირანმა ამ „აგრესიის გამო პასუხი აგოს.“

საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. BBC-ის ცნობით, ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.

კომპანია Aramco-ს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნავთობის წარმოება დღეში 5.7 მილიონი ბარელით შემცირდება, რაც მსოფლიო ნავთობის გლობალური მიწოდების 5 პროცენტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა