ტუნისში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ტუნისში დღეს მეორე თავისუფალი და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება 2011 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში ამბოხების შედეგად ექს-პრეზიდენტი ბენ ალი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში 26 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის 2 ქალია.

არჩევნები ქვეყანაში ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ივლისში 92 წლის პრეზიდენტის, ბეჯი კაიდ ეს-სებსის, გარდაცვალების გამო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, ზინე ელ აბიდინე ბენ ალის ჩამოგდების შემდეგ, ესებსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 2014 წელს კი ქვეყნის პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი გახდა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა