კანადაში სროლებს მსხვერპლი მოყვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა სროლების შედეგად კანადის ქალაქ მისისოგაში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. მოკლულებს შორის 17 წლის მოზარდია. დაჭრილებს შორის ერთი 50 წლის ქალი და სამი მოზარდია, რომელთა ასაკი 13, 16 და 17 წელია.

ძებნა რამდენიმე ადამიანზე გამოცხადდა. პოლიციას ჯერ არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სროლებში.

პოლიცია თვითმხილველებს კითხვას. ახლომდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა