ვასილ სოფრომაძე - ბიზნესზე არის ზეწოლა

ბიზნესზე არის ზეწოლა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეომიმართვაში ვასილ სოფრომაძე ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თავისუფალ ბიზნესგარემოს ეხებოდა.

ვასილ სოფრომაძის თქმით, ივანე მაჭავარიანის მინისტრობის პერიოდში მის კუთვნილ ბიზნესს „გაუგონარი სარჩელი“ წარედგინა, სოფრომაძის მტკიცებით ზეწოლა ახლაც გრძელდება და ისინი საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებენ.

„დიახ, ვადასტურებ ბატონო ივანე, ვადასტურებ, რომ ბიზნესზე არის ზეწოლა. თქვენი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში საგადასახადომ „ფრესკოს“ წარუდგინა ისეთი გაუგონარი სარჩელი, რომელიც რა თქმა უნდა , ჩვენ მოვიგეთ და რომელიც არ შეიძლებოდა, რომ არ მოგვეგო. ზეწოლა ახლაც გრძელდება, ახლა, როცა აღმოაჩინეთ, რომ თანხა გაქვთ დასაბრუნებელი უკან, ამ თანხის შესაბამის თემაზე წამოჭერით საქმე. ისე ჰაერში ვართ ჩამოკიდებული, ეს თემა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ“,-აცხადებს სოფრომაძე ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

იხილეთ ვიდეო:

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა