ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების კოალიციას შორის  მემორანდუმი გაფორმდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების კოალიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ და განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ მოაწერეს. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მემორანდუმი განათლების კოალიციის მიერ ორგანიზებული პროექტის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მხარდაჭერასა და ორგანიზაციების თანამშრომლობას კონკურსის წარმართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხებში ითვალისწინებს.

ღონისძიებათა ფარგლებში თანამშრომლობა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში ჩართულ პირთა დაფასებას, მათი დამსახურების აღიარებას, სფეროს პოპულარიზაციასა და მეტი პროფესიონალის მოზიდვას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის ინიციატივით 2017 წელს დაწესდა და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას. ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა